შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჩინეთში

15:15, 17.09.2025

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. გელა გელაძე გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავარი თემაა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, რომელსაც მსოფლიოს 120 ქვეყნის ლიდერები განიხილავენ. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები, გაერო-ს, ინტერპოლისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მსგავსი