შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა თანამშრომლებთან
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა. სულხან თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, საჯარო სივრცეში სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების გამოვლენასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამინისტროს მიერ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები. აღინიშნა, რომ ორი თვის განმავლობაში გამოვლენილი და სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი.