შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გამოხმაურება
 თემურ ქათამაძე, იგივე გაფარ ილმაზი საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქათამაძემ არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა. დარახველიძის ცნობით, სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციამ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია ქათამაძესთან დაკავშირებით.