შინაგან საქმეთა მინისტრი ყირგიზეთის ელჩს შეხვდა

12:17, 11.03.2026

შინაგან საქმეთა მინისტრი ყირგიზეთის ელჩს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა
ოპერატიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში. გამოითქვა იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვის სფეროში არსებული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება.

მსგავსი