შინაგან საქმეთა მინისტრი სამუშაო შეხვედრებს მართავს
შინაგან საქმეთა მინისტრმა გურიასა და სამეგრელოში სამუშაო შეხვედრები გამართა. გელა გელაძე გურიასა და სამეგრელოს რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, მინისტრმა დაცვის პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ასევე სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.
მინისტრმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.