შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გაიმართა
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გაიმართა. მინისტრმა თანამშრომლებს ახალი დირექტორი, სერგი ბზიშვილი წარუდგინა. სერგი ბზიშვილს ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ.