„შეწყალების წესი და პრაქტიკა საქართველოში - ბოლო ტენდენციები“

„შეწყალების წესი და პრაქტიკა საქართველოში – ბოლო ტენდენციები“ – საკითხზე ამ წუთებში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ დისკუსიას მართავს. EMC-ის წარმომადგენელმა, გურამ იმნაძემ მედიასთან აღნიშნა, განხორციელებული ცვლილებებით ვერ მოგვარდა ისეთი პრობლემები, როგორიცაა შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება და მეტი საჯაროობა, შეწყალების აქტების დასაბუთება, პროცესის წარმართვის სხვადასხვა ეტაპზე ცხადი კრიტერიუმების არსებობა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება.