შეწყალების აქტი – პოლიტიკური შეფასებები

18:05, 29.08.2026

მარიამობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი მეორე დღეა, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ურთიერთბრალდებებისა და შეფასებების მიზეზია. ოპოზიციის ნაწილი აქციების დროს დაკავებულ და გუშინ შეწყალებულ პირებს აკრიტიკებს, რადგან მათი თქმით, შეწყალების თხოვნით მათ მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმაცია აღიარეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებით კი ოპოზიციამ დაადასტურა, რომ ბრალდებულთა ბედი არ აღელვებს.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 226 პირია შეწყალებული. მათ საპატიმროები გვიან ღამით დატოვეს. შეწყალება სხვებთან ერთად შეეხო 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირებს. ყველა მათგანმა დანაშაული აღიარა და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. მათ ნაწილს რუსთაველის გამზირზე 112-ის კამერების დაზიანებას ედავებოდნენ. გათავისუფლდა აქციების დროს აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული მოქალაქეც. ასევე პირი, რომელსაც გამოძიება პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდა.

მსგავსი