შეწყალების აქტი – პოლიტიკური შეფასებები

21:11, 29.08.2026

სადავოდ ქცეული ჰუმანიზმი – პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, შეეწყალებინა მსჯავრდებულები, ოპოზიციისთვის თავად შეწყალებულების პოლიტიკური გასამართლების მიზეზი გახდა. აღიარებიდან შეწყალებამდე გზა ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილისთვის პრეზიდენტის ლეგიტიმაციამდე მიდის და დანაშაულის აღიარებით მიღებული თავისუფლება მათთვის ზნეობისა და გმირობის სტანდარტებს სცდება.

აქციებისას დაკავებულთა კრიტიკოსები გასამართლებულთა გათავისუფლებას უპირობოდ მოითხოვენ და პროტესტის შესუსტებაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ ყველას, ვინც დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ, მიღებულ თავისუფლებას იწონებს.

ოპოზიციის ურთიერთბრალდებები ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი პასუხია კითხვაზე, თუ ვის რა სურვილი და პოლიტიკური მიზანი ამოძრავებდა აქციების მიმდინარეობისას.

მსგავსი