შეთანხმებისთვის დაწესებული ვადა - ულტიმატუმი ირანისთვის

წამზომი ჩართულია, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შეთანხმების მისაღწევად ბოლო ვადა მისცა. აშშ-ის პრეზიდენტის მორიგი მუქარა თუ გაფრთხილება – „ჩვენ გვყავს დიდი არმადა, ფლოტილია, რომელიც ახლა ირანისკენ მიემართება, შეთანხმებას თუ ვერ მივაღწევთ, ვნახოთ, რა მოხდება,“ – აცხადებს ტრამპი, რომელიც ასევე ირწმუნება, რომ სიკვდილით დასჯას 800-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინა. ირანი კი შტატებთან „სამართლიანი“ მოლაპარაკებისთვის მზაობას აცხადებს.

პარალელურად, მედიის ინფორმაციით, ირანი, რუსეთი და ჩინეთი ინდოეთის ოკეანეში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ინტერვენციას ეწინააღმდეგება თურქეთი. სანქციებისა და ზეწოლის პარალელურად, აშშ კვლავ ღიად ტოვებს დიპლომატიურ გზას საკითხის გადასაჭრელად, თუმცა, პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის კონკრეტული მზაობა დღეისთვის არ არსებობს.