შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ – ნიუ დელისა და ისლამაბადს შორის შუამავლის როლი აშშ-მა შეასრულა. ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის საფრთხე ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მოხსნილია. სამშვიდობო ზავს წინ უძღოდა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ესკალაცია, რა დროსაც პაკისტანმა ინდოეთს სამხედრო ბაზების დაბომბვაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.

რამ გამოიწვია კონფლიქტი, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რაზე შეთანხმდნენ ნიუ დელი და ისლამაბადი, ნახეთ ლევან ახალაიას რეპორტაჟში.