ვაშინგტონსა და კიევს შორის, უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საინვესტიციო ფონდის შესაქმნელად შეთანხმების საბოლოო ვერსიაზე მუშაობა დასრულებულია.
ფონდში რომელსაც ორივე ქვეყანა ერთობლივად უხელმძღვანელებს, შენატანებს უკრაინული მხარე განახორციელებს და ის ბუნებრივი რესურსების აქტივების მომავალი მონეტიზაციიდან მიღებული შემოსავლებით იქნება უზრუნველყოფილი. შეთანხმების გასაფორმებლად ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. დღესვე ასევე ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის ლიდერები 6 მარტს საგანგებო სამიტს გამართავენ, სადაც უკრაინისთვის დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და ევროპული უსაფრთხოების გარანტიებზე იმსჯელებენ.