შემთხვევა ტყიბულში
ტყიბულში მეშახტე დაიღუპა – შემთხვევა ძიძიგურის სახელობის შახტში დღეს დილით მოხდა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.