შემთხვევა პოლონეთში

პოლონეთის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტები, სავარაუდოდ, უკრაინულ მხარეს ეკუთვნის. პოლონეთში ორი ადამიანის დაღუპვის ფაქტი, რაც რაკეტების ჩავარდნას მოჰყვა, მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. თავდაპირველად გამოითქვა ვარაუდი, რომ რაკეტები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ არის ნასროლი, რაც ნატო-ს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმად შეიძლება შეფასებულიყო. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ დაეცა „S-300“-ის ტიპის რაკეტები. ამ შეიარაღებას უკრაინის თავდაცვის ძალები რუსული ფრთოსანი რაკეტების ჩამოსაგდებად იყენებენ.

შეგახსენებთ, გუშინ საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დასაბომბად ასზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, მათი უმრავლესობა უკრაინულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ჩამოაგდო.

როგორი გამოხმაურება მოჰყვა პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩავარდნას, რასაც პოლონეთის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, თამთა რუხაძე გვეტყვის.