შემთხვევა დმანისში

დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი პირია დაკავებული. ის 1993 წელს დაბადებული პირია. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებს ის თავად ჩაბარდა. გამოძიებით, მან დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით, სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს.

რუსუდან ლოლაძე დეტალებით.

დატოვე კომენტარი