შემთხვევა დედოფლისწყაროში

შემთხვევა დედოფლისწყაროში. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სოფელ გამარჯვებაში, სოფლის დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ 40 წლამდე ძმებს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ადგილობრივების ინფორმაციით, გია ჭინჭარაული მოგვარეებისგან თავს იცავდა, რადგან ძმები მას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ორივე მათგანს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი ძმები ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, დაჭრილების მდგომარეობა მძიმეა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.