ოთხ ჭიათურელ მაღაროელს ბრალი, სავარაუდოდ, დღეს წარედგინება და დღესვე იმსჯელებს სასამართლო მათთვის აღკვეთი ღონისძიების შესახებ. პარალელურად, ჭიათურაში აქციაგრძელდება, დღეს პროტესტის 62 დღეა. მაღაროელები დაკავებულების გათავისუფლებას, კუთვნილ ხელფასებს, საბანკო ვალდებულებებიდან გათავისუფლებასა და მაღაროების და წარმოების სახელმწიფო კუთვნილებაში გადაცემას ითხოვენ.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ჭიათურაში ინციდენტი მოხდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ოთხი მაღაროელი დააკავეს, მათ ბრალი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე განზრახ დაზიანებაში ედებათ, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.