შეხვედრები იმერეთის რეგიონში

15:22, 06.08.2026

იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, მოადგილეებთან ერთად, იმერეთის რეგიონში იუსტიციის სახლის ფილიალებს ესტუმრა. თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს. რეგიონული შეხვედრების მთავარი მიზანი ადგილობრივ ფილიალებში მიმდინარე საქმიანობის შეფასება, მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და თანამშრომლებთან პირდაპირი, ეფექტიანი კომუნიკაციის გაძლიერებაა. დასკვნითი შეხვედრა ქუთაისის იუსტიციის სახლში გაიმართა, რომელსაც იმერეთის რეგიონში მოქმედი ყველა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრაზე ვახტანგ ჟვანიამ მიმდინარე პროექტებზე, დაგეგმილ სიახლეებსა და სამომავლო განვითარების მიმართულებებზე ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო დასავლეთ საქართველოს ფილიალებში დაგეგმილ სარემონტო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რაც მომსახურების სივრცეებსა და სამუშაო გარემოს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. მსგავსი სამუშაო შეხვედრები ეტაპობრივად იუსტიციის სახლის სხვა რეგიონულ ფილიალებშიც გაიმართება.

მსგავსი