შს მინისტრის მოადგილემ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. აქცენტი გაკეთდა სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და პრიორიტეტებზე. ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოდანაშაულსა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს. ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის დელეგაცია ეწვევა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს, სადაც დეტალურად გაეცნობიან მათ სამუშაო სპეციფიკას.