შეხვედრა უსაფრთხოების სამსახურში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გეკა გელაძე საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას. აზერბაიჯანის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა.