შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თურქ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა, მისი გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებსა და ამ კუთხით ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას. ასევე, ხაზი გაესვა პოლიციის ატაშეების განსაკუთრებულ როლს უწყებებს შორის პარტნიორობის განმტკიცების პროცესში.