დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის რიგით მესამე შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა, თუმცა, გაირკვა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალი პოზიცია: ომი უნდა შეჩერდეს ფრონტის ახლანდელ ხაზზე. ვოლოდიმირ ზელენსკი ამ გეგმას ეთანხმება, მაგრამ უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს ითხოვს.
რუსეთის მხარის პოზიცია კი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ხედვასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ორ კვირაში ბუდაპეშტში, ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე გახდება ცნობილი.