შეხვედრა, რომელიც, შესაძლოა, იმ მოლაპარაკების გენერალური რეპეტიცია აღმოჩნდეს, რომელსაც ევროპის კონტინენტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ომის დასრულების იმედით ელოდება. იქნება თუ არა ბუდაპეშტი ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერების ერთხელ უკვე გაუქმებული შეხვედრის მასპინძელი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, უცხოური მედია ამაზე ბევრს წერს.
იქამდე შეერთებული შტატები უნგრეთს რუსული ნავთობის შესყიდვისთვის დაწესებული საყოველთაო სანქციებისგან, ზღვაზე გასასვლელის არქონის გამო გეოგრაფიული გამონაკლისით, ერთი წლით ათავისუფლებს, უკრაინაში ომის დასრულების აუცილებლობაზე კი ორივე ლიდერი საუბრობს.
იქნება თუ არა თეთრ სახლში გამართული შეხვედრა ახალი პარაგრაფი ორი ქვეყნის ურთიერთობაში და იკმარებს თუ არა მათი ძალისხმევა ევროპის სამშვიდობო ისტორიის განახლებისთვის – ნახეთ მარიამ რობაქიძის რეპორტაჟში.