შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებსა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
მინისტრი ასევე იმყოფებოდა სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოში, სადაც ახლად გარემონტებული შენობა და თანამშრომელთა სამუშაო სივრცეები დაათვალიერა. გეკა გელაძე საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურსაც ეწვია.