შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში

შინაგან საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობას. ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ ბიუროს დიდი წვლილი შეაქვს სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაში ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარებით.