შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან

12:12, 22.11.2025

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს შეხვდა. სწორედ იაშარ ქადიოღლუ ხელმძღვანელობდა დელეგაციას, რომელიც საქართველოში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ჩამოვიდა. ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში, თურქეთის წარმომადგენელმა გეკა გელაძეს ეფექტიანი მუშაობისა და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. თურქი გენერლის თქმით, ქართული საპოლიციო დანაყოფები, რომლებიც ავიაკატასტროფის ადგილზე მუშაობდნენ, მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ.

შეგახსენებთ, რომ თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა 11 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში განიცადა. შედეგად, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 20 მოსამსახურე დაიღუპა.

მსგავსი