შეხვედრა სასამართლო რეფორმაზე

ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა გრძელდება – ამ წუთებში სასამართლო რეფორმაზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. დისკუსიის ფარგლებში, დაახლოებით 30 საკითხია გამოკვეთილი, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან დაისვა. აქცენტი კეთდება როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და გადაწყვეტილებების მიღების წესზე, ასევე მოსამართლეთა დაწინაურებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევაზე.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასამართლოს საკითხზე კონსენსუსი რთულად მისაღები იქნება.