შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

უკრაინის ომი და გავლენა საქართველოზე იყო განხილვის ერთ-ერთი თემა ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების საქართველოს პარლამენტში მიმდინარე შეხვედრებზე. დისკუსია გაიმართა უმრავლესობის ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებთან. იმსჯელეს ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებსა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე.