შეხვედრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან 

12:21, 11.10.2025

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა პატრულ-ინსპექტორებს ღირსეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. გეკა გელაძეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო დაგეგმილ ღონისძიებებს. მინისტრმა ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამუშაო სივრცეები, მათ შორის ერთიანი მომსახურების ცენტრიც დაათვალიერა და თანამშრომლებს გაესაუბრა.

მსგავსი