შეხვედრა სახალხო დამცველთან

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ორ უწყებას შორის სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხების განხილვა იყო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახალხო დამცველის ოფისთან არსებულ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს მიმდინარე გამოძიებების, მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციისა და სტატისტიკის მიწოდებას, ასევე მოქალაქეთა უფლებების დარღვევის თაობაზე სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსულ შეტყობინებებსა და მათზე რეაგირების მეთოდებს. მხარეებმა ასევე განიხილეს უკვე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები.