შეხვედრა სახალხო დამცველთან

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი სახალხო დამცველს შეხვდა. შეხვედრა ოჯახის ინიციატივით გაიმართა. გარდაცვლილის ოჯახმა და ადვოკატმა ომბუდსმენს გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. თავის მხრივ, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ომბუდსმენი საქმის შესწავლას იწყებს და გამოთქვამს სურვილს, საქმის გარემოებებზე სასაუბროდ გენერალურ პროკურორსაც შეხვდეს.