შეხვედრა სახალხო დამცველთან
შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა. განიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მინისტრის თქმით, ადამიანის უფლებებისა და მათი უსაფრთხოების დაცვა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია.