საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო ბოლო დროს საქართველოს მისამართით გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებებს, რომელსაც კიევის მხრიდან რეაგირება მოჰყვა. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავს შემთხვევებში მხარეების მეტ სიფრთხილეს, რათა ამ რთულ პერიოდში არაკეთილმოსურნეებმა პროვოკაციული ქმედებებით ვერ შეძლონ საქართველო-უკრაინის მეგობრული ურთიერთობების დაზიანება.