სპორტის მინისტრი შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში MMA-ს განვითარების პერსპექტივებს. ასევე განიხილეს 2026 წლის შემოდგომაზე საქართველოში MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხები.
შეგახსენებთ, საქართველომ 2025 წელს MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა. ჩემპიონატი თბილისში 2026 და 2027 წლებშიც გაიმართება.