შეხვედრა პარლამენტში

პარლამენტში საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით მსჯელობენ. სამუშაო ჯგუფის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის მოადგილე ესწრებიან. შეხვედრის ფარგლებში, დაგეგმილია მოსაზრებების გაცვლა და სამომავლოდ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება.