შეხვედრა პარლამენტში

უკრაინაში მიმდინარე ომი და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება იყო განხილვის თემა შალვა პაპუაშვილისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის შეხვედრაზე. აქცენტი გაკეთდა რეგიონულ გამოწვევებზე, კონკრეტულად, რუსულ აგრესიაზე. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ქვეყნების მიერ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერის მნიშვნელობას თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, შავი ზღვის რეგიონში ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდე უფრო გააქტიურებისთვის.