შეხვედრა მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებთან
სპორტის მინისტრი საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. ნაკრების წევრები ქალაქ წყალტუბოში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებაზე იმყოფებიან. შალვა გოგოლაძემ მათ კონტინენტის პირველობაზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა და სპორტული ეკიპირება გადასცა, რის შემდეგაც მოსამზადებელ პროცესზე ევროპის ჩემპიონატზე მოსალოდნელ შედეგებსა და დასახულ მიზნებზე ისაუბრეს. კრივში ევროპის ჩემპიონატი 17 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.