სპორტის მინისტრმა საქართველოს MMA-ის ახალგაზრდულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. აბუ-დაბიში გამართულ პირველობაზე საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა მებრძოლებმა მედლები ისტორიაში პირველად მოიპოვეს. სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერაზე.