შეხვედრა გენერალურ პროკურორთან

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი გენერალურ პროკურორს შეხვდნენ. ოჯახის მთავარი მოთხოვნა, საქმეში შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვაა. ოჯახს ამერიკელი გამომძიებლების კომპეტენციისა და მიუკერძოებლობის იმედი აქვთ. მათი ინფორმაციით, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის დროს მათ მიიღეს დაპირება, რომ გამოძიება ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს, პროცესში ფედერალური ბიუროს ჩართვის მოთხოვნა კი შეერთებულ შტატებში უკვე გაიგზავნა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ საქმეში ამ ეტაპზე ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები უნდობლობას უცხადებენ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

დატოვე კომენტარი