საქართველოს პრეზიდენტი FIBA ევროპის პრეზიდენტს ხორხე გარბახოსას შეხვდა. საუბრის თემა კალათბურთში 16-წლამდელთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი იყო, რომელიც თბილისში ტარდება. მიხეილ ყაველაშვილმა FIBA ევროპის პრეზიდენტს საქართველოსთვის ნდობის გამოცხადებისა და პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობის უფლების მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა.
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც. მხარეებმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებული გეგმები განიხილეს. ხორხე გარბახოსამ ირაკლი კობახიძეს ჩემპიონატის მასპინძლობისა და მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.