შეხვედრა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან

საქართველოს პრეზიდენტმა, სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებულების საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი დასვა.

სასამართლოს პრეზიდენტის განაცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, ახლო მომავალში აღსრულების ნაწილში, დამატებითი ქმედითი მექანიზმის გამოყენების შესახებ იმსჯელებს. მხარეებმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ წინა წლებთან შედარებით, სასამართლოში საქართველოდან შესული საჩივრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

დატოვე კომენტარი