შეხვედრა „ევრონასკარის“ გამარჯვებულებთან

სპორტის მინისტრმა დავით ქაჯაიასა და სანდრო თავართქილაძეს „ევრონასკარის“ ევროპის სერიებზე მიღწეული წარმატება მიულოცა. შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებშიც გამარჯვება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა. ქართველი სპორტსმენები „ევრონასკარზე” საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად ასპარეზობდნენ. „ევრონასკარის“ ევროპის სერიების დასკვნით – ბელგიის ეტაპზე, დავით ქაჯაიამ პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონი გახდა, სანდრო თავართქილაძემ კი ღია კატეგორიაში ასპარეზობა მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.