შეხვედრა ძალოსნობისა და ევროპული ფედერაციების პრეზიდენტებთან 

12:25, 14.07.2025

სპორტის მინისტრი ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა. მხარეებმა 2026 წელს ბათუმში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველოში ძალოსნობის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო ერთობლივ პროექტებს. თბილისში კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა. ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპული ფედერაციების პრეზიდენტები საქართველოში სწორედ ტურნირის ფარგლებში იმყოფებიან.

 

მსგავსი