შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან
პრემიერ-მინისტრი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა მთავრობის მეთაურის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს გაფორმებული შეთანხმებების სტრატეგიულ მნიშვნელობას.