შეხვედრა აშშ რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერთან
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ზურაბ ჭაბაშვილმა დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებსა და დანაყოფის მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა. მხარეებმა ასევე განიხილეს არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერმა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.