შეიარაღებული თავდასხმა საგარეჯოში

რა გახდა საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი – საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. მრავალსართულიან კორპუსთან, სადაც 50 წლამდე მამაკაცმა ავტომატური იარაღიდან გასროლით ხუთი ადამიანი მოკლა, მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სანთლებს ანთებენ. ბინა, რომლიდანაც თავდამსხმელმა ისროლა, დალუქულია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ გამოკითხა სასტიკი დანაშაულის ჩამდენი მამაკაცის შვილი.

საგარეჯოში შალვა სუმბაძე მუშაობს – თემის დეტალებით ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება.