შეფასებები მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არასწორია პრემიერის მიერ მოსამართლეების შერჩევაზე საუბრისას აქცენტის გაკეთება ოპოზიციის მხრიდან რუსულ ნარატივზე, ასევე 2012 წლამდე სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებების მიუხედავად, მოსამართლეების საკითხზე ნათელია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ არ არის გამორიცხული, დაიწყოს საუბარი სანქციებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სანქციები არ არის მოსალოდნელი, მაგრამ ამ ფონზე მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორს სწორი ინფორმაცია მიეწოდოს.

დატოვე კომენტარი