შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი 

შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა – სამართალდამცველების ინფორმაციით, ლიბერიის დროშით მცურავმა გემმა ზღვის აკვატორია სამეურნეო წყლებით დააბინძურა. ფოთის საქალაქო სასამართლომ ხომალდი სამართალდამრღვევად ცნო და კაპიტანს 100 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მხოლოდ დაკისრებული ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურების შემდეგ მიეცა. დარღვევა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციურმა სამმართველომ სასაზღვრო პოლიციასთან ერთად გამოავლინა.