შარლ მიშელის მიმართვა

„შევუწყვიტოთ ჟანგბადის მიწოდება რუსეთის ომის მანქანას“- ამ ინიციატივით ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს მიმართა. შარლ მიშელის თქმით, რუსეთის ომმა უკრაინაში მთელი მსოფლიო საფრთხის წინაშე დააყენა. ამასთან, მიშელი აცხადებს, რომ დიდი შვიდეული და ევროკავშირი ერთიანია და მათი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ ევროკავშირი განაგრძობს კიევის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას და ქვეყანას აღდგენაშიც დაეხმარება. მან ასევე ისაუბრა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.