შარლ მიშელი სოლიდარობის ფონდის შექმნის მომხრეა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა.

„მხარს ვუჭერ უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ძირითადი სერვისების მიწოდებასა და მოქალაქეების დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გახდება საფუძველი თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინის აღდგენისთვის, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ.

„პარტნიორებს შეუძლიათ, ფონდის განვითარებაში საკუთარი წვლილი საერთაშორისო დონორთა კონფერენციის მეშვეობით შეიტანონ“, – წერს შარლ მიშელი. ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის შესახებაც წერს. „პრეზიდენტ ზელენსკისთან განვიხილე, როგორ შეგვიძლია, გავზარდოთ კოლექტიური მხარდაჭერა უკრაინისადმი. განვიხილეთ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კონკრეტული ელემენტები,“ – აღნიშნულია შარლ მიშელის განცხადებაში.